1792094214
„ნორმალურმა ადამიანებმა იციან, ვის რატომ უფუჭებენ რეპუტაციას...“ - ალექსანდრა პაიჭაძე
ქართველი მოდელი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში მაიკლ ჯექსონის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და Instagram-ის პირად გვერდზე მსახიობ მაკოლეი კალკინის სახელით გავრცელებული განცხადება გააზიარა.
პოსტში საუბარია კალკინისა და მაიკლ ჯექსონის ურთიერთობაზე. გავრცელებული ციტატის თანახმად, მსახიობი უარყოფს, რომ ჯექსონს მისთვის ან სხვა ბავშვებისთვის ზიანი მიუყენებია.
პაიჭაძემ პოსტს საკუთარი კომენტარიც დაურთო და აღნიშნა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება და გავრცელებული ბრალდებები ადამიანების რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედებს.
„რა თქმა უნდა! ნორმალურმა ადამიანებმა იციან, ვის რატომ უფუჭებენ რეპუტაციას. ორივე ხომ გაანადგურეს ფსიქოლოგიურად... და დღეს მისი სახელებიც გამოჩნდა არცერთი დასჯილა, ასეთი შეგუება, კაცობრიობას რომ შეუძლია...“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.









