„დავწერე და შევინახე, ოდესმე გამოვფენ... არ არის კარგად...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილზე

ალექსანდრა პაიჭაძე

ფოტო მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ გამომწერების კითხვებს უპასუხა. ტრადიციულად, კითხვების უმეტესობა მის ყოფილს, ბიზნესმენ დათო კოდუას ეხება.

„პასუხი დავწერე და შევინახე, ფასიანი ინფორმაციაა, ყველაფერი რომ ვთქვა ატომური აფეთქება მოხდება! შევინახე და ოდესმე გამოვფენ. ცოდოა უბრალოდ. არ არის კარგად, მკურნალობს და ვიზიარებ მის ცხოვრებისეულ დანაკარგს. ბოლო ბოლო, ჩემი შვილის მამაა, მერე რა რომ მე ყველანაირად „მამწარებს“. ჩვენ დასტონიად ვაკვირდებით და ვიწერთ, რომ შვილებს მოვუყვეთ.

ბენტლი არც მყოლია. ჩემმა ყოფილმა იცოდა, რომ ბენტლი იყო ჩემი ბავშვობის ოცნების მანქანა. უცებ იყიდა და მოგცემ, თუ შემირიგდებიო. თუ არ შემირიგდები, არ მოგცემო. და რად მინდოდა. აი, მართლა, ამიხსენით, მანქანა რად მინდა, თუ მისი მჩუქებელი არ მიყვარს?! ვიცი, სხვანაირად ფიქრობთ ჩემზე ბევრი, მაგრამ თუ არ მსიამოვნებს, ფეხებზე მკიდია,“- წერს პაიჭაძე.

✕