პოლიციის ლენტი

შემთხვევა • 1792530440

რუსთავში ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, 23 წლის კაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. ახალგაზრდას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

ავარია სადახლოში

შემთხვევა • 1792517723

მარნეული - სადახლოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

მარნეული - სადახლოს დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ საიმერლოს მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მიკროავტობუსი 72 წლის კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ლენტა

შემთხვევა • 1792132206

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარია ბათუმში

შემთხვევა • 1792093499

ავარია ბათუმში - არიან დაშავებულები

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების გზაჯვარედინთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომობილი ამოყირავდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას და ფოტოს ადგილიდან „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ვალერი იმედაშვილი

შემთხვევა • 1792058253

„კურიერად მუშაობდა, მოპედით გადაადგილდებოდა და ავტობუსს შეეჯახა...“ - ტრაგიკული ავარიის დეტალები ცნობილია

გუშინ, თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ემსხვერპლა.ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი „გლოვოს“ კურიერად მუშაობდა და მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტობუსს შეეჯახა.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მიღებული მძიმე ტრავმების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.ვალერი იმედაშვილი ოჯახთან ერთად რუსთავში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ცხედარი მშობლიურ სოფელ გავაზში გადაასვენეს. 

ავარია

საზოგადოება • 1792051345

„მანქანა ამობრუნდა...“ - ცნობილი ხდება, ყვარელში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული ბიჭის ვინაობა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის შოთა მაისურაძე ემსხვერპლა.შემთხვევა დღეს, სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც შოთა მაისურაძე მართავდა, ამობრუნდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.დაღუპული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრი იყო.ის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა.შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია იყო მობილიზებული.

ვალერი იმედაშვილი

საზოგადოება • 1792010064

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან.როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.„ჩემო ოქროს ბიჭო, ჩემო ღიმილა, ძალიან მენანები. ეს რა დღე გაგვითენე, როგორ გაუძლებს დედაშენი უშენობას? როგორ დაუჯერებელია ეს ყველაფერი...“.„გაქვავდა გული. ღმერთო, შეაძლებინე ოჯახს ამ ტკივილის დათმენა“.„წინ უამრავი ოცნება, იმედი და ბედნიერი დღე ჰქონდა, მაგრამ ბედისწერამ ყველაფერი ერთ წამში შეცვალა... სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის წინაშე. დარჩა აუხდენელი ოცნებები, მოუშუშებელი ტკივილი და უსასრულო მონატრება...“, - წერენ სოციალურ ქსელში. 

policiis lenti

შემთხვევა • 1792006251

გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქალაქის ცენტრში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პოლიცია

შემთხვევა • 1791787807

ძამის ხეობაში, ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.  დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.მოსწავლეები და მშობლები ძამის ხეობაში ექსკურსიაზე კასპიდან იყვნენ.როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ჰყვება, ავტოსაგზაო შემთხვევა ბატეთის ტბის ასახვევთან, დაახლოებით 500 მ-ში მოხდა.

ავარია

შემთხვევა • 1791658317

ავარია კიკვიძის პარკთან - ვითარება ადგილზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კიკვიძის პარკთან. ერთმანეთს სახანძრო და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. 

პოლიცია ლენტა

შემთხვევა • 1791576128

მძიმე ავარიას ქუთაისში ქვეითი ემსხვერპლა - მომხდარის დეტალები

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლენტა

შემთხვევა • 1791448541

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ - მძიმე ავარია ვარკეთილში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვარკეთილში. სატვირთო ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. 

✕