ომი

მსოფლიო 1715969749

ხარკოვის ოლქს ოკუპანტები ინტენსიურად ბომბავენ - გასულ ღამეს, ფრონტის ხაზზე 114 საბრძოლო შეტაკება მოხდა

ხარკოვი კვლავ ცხელი წერტილია. ოლქს ოკუპანტები ინტენსიურად ბომბავენ. გასულ ღამეს ფრონტის ხაზზე 114 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის თავდაცვის ძალები რეგიონში სასწრაფო მობილიზებას იწყებენ, ბრძანება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში, შტაბთან შეხვედრისას გასცა. ზელენსკი პარტნიორებს, ოლქის დასაცავად, ორ "პეტრიოტს" სთხოვს.უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ვოვჩანსკის ქუჩებში შეტაკებებია, ქალაქის დიდ ნაწილს რუსები აკონტროლებენ. ხარკოვის ოლქის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ვოვჩანსკის ჩრდილოეთ ნაწილში ტყვედ უკრაინის ორმოცი მოქალაქე აიყვანეს. სოფლებში ბრძოლების პარალელურად, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.კვირაზე მეტია, რაც რუსეთი, ხარკოვის ოლქში, ქალაქ ვოვჩანსკს უტევს. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის არმიის შტურმი შეაჩერეს, თუმცა ფრონტის ხაზის სტაბილიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.ინტენსიური დაბომბვების პარალელურად, პუტინი ირწმუნება, რომ მას ხარკოვის დაპყრობა არ სურს და რუსეთის მიზანი ხარკოვის ოლქში სანიტარული ზონის შექმნაა. პუტინმა ხარკოვის მიმართულებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა კიევს დააკისრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე უკრაინის იერიშები არ წყდება.აფეთქებებია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში. ასევე - კრასნოდარის, ბელგოროდის, კურსკის ოლქებში. განადგურებულია ოკუპანტის ნავთობსაცავები, ხიდები, სამხედრო აეროდრომი, სავაჭრო პორტი. მედიის ინფორმაციით, ეს, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური იერიშია.

vladimer putini

მსოფლიო 1715942014

ახლა რუსეთის არმია ხარკოვის აღებას არ გეგმავს - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხარკოვის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა რუსეთის არმია ხარკოვის აღებას არ გეგმავს.„რაც შეეხება ხარკოვს, ასეთი გეგმები დღეს არ გვაქვს. არმიას აქვს წარმატებები, ყოველდღე მივიწევთ წინ გეგმის შესაბამისად“, - აღნიშნა პუტინმა.მან ასევე განაცხადა, რომ ხარკოვის მიმართულებაზე შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი უკრაინული მხარეა, რომელიც „პირდაპირ საცხოვრებელ კვარტლებს უმიზნებს“.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო 1715929483

კარგად ვიცნობ სი ძინპინს და ვლადიმერ პუტინს, ისინი ახლა ერთიანდებიან და ერთად მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები – სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი „ზიანის გამოწვევას“ გეგმავენ.„კარგად ვიცნობ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ახლა ისინი ერთად მუშაობენ გეგმებზე, სადაც გაერთიანდებიან, რათა ზიანი მოიტანონ. ეს არის ის, რაზეც ისინი ფიქრობენ“, – განაცხადა ტრამპმა ნიუ იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას.როგორც „ბიბისი“ წერს, ამერიკის პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპს სი ძინპინთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 2017 წელს მან ჩინეთის ლიდერს უმასპინძლა და ისაუბრა მათ „არაჩვეულებრივ ურთიერთობაზე“, თუმცა მომდევნო წლებში ტრამპმა სი ძინპინს „მტერი“ უწოდა.ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში იმყოფება, სადაც ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, სი ძინპინს.

ანდრეა ლომბარდი

პოლიტიკა 1715892058

იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს

იტალიელი პოლიტიკური ბლოგერი, ანდრეა ლომბარდი YouTube-ის საკუთარ არხზე საქართველოში განვითარებულ მოვლებს აფასებს და აცხადებს, რომ Საქართველოში მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ არის რუსული კანონი.„თუ გადახვალთ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე, იხილავთ FARA-ს კანონს, რომელიც ეხება უცხოელ აგენტებს. ეს კანონი აშშ-ში 1938 წელს მიიღეს. თუ დეტალებში შევალთ, შემიძლია გითხრათ, რომ ქართული კანონი იძლევა მკაფიო კრიტერიუმს, ვინ უნდა დარეგისტრირდეს უცხოელი აგენტების რეესტრში და ვინ არა. თუ ორგანიზაცია საზღვარგარეთიდან მთლიანი დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს - უნდა დარეგისტრირდეს, თუ 20%-ზე ნაკლებს - მაშინ არა. აბსოლუტურად ობიექტური და მკაფიო კრიტერიუმი. ამერიკულ კანონს კი აკლია ობიექტური და მკაფიო კრიტერიუმები. სხვა საკითხებთან ერთად, ამერიკული კანონი ასევე პოტენციურად საშიშია, რადგან უცხოელი აგენტის განსაზღვრისთვის ის არ იყენებს ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიც ქართულშია, რომელიც ადგენს დაფინანსების 20%-იან ლიმიტს. ამერიკული კანონი ეფუძნება კრიტერიუმებს, რომლის ინტერპრეტაცია შეიძლება, და შესაბამისად, შეიძლება გამოყენებული იყოს, ყოველ შემთხვევაში, პოტენციურად, მეტი მოქნილობით“, - ამბობს ანდრეა ლომბარდი.

ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი

მსოფლიო 1715841827

ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთში ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა 2,5 საათს გაგრძელდა. ჩინეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პუტინი მორიგი ვადით არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტით სწორედ ჩინეთში ჩავიდა, და აღნიშნა, რომ თავადაც პირველი უცხოური ვიზიტით ყოველთვის მოსკოვში ჩადის.სი ძინპინმა განაცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება, და ამ ურთიერთობების ყველა მიმართულებით გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ორმხრივი ურთიერთობების ეკონომიკურ ასპექტებზე ისაუბრა და მზარდ სავაჭრო ბრუნვას გაუსვა ხაზი. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები კონიუნქტურული არაა და არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ.შეხვედრის შედეგად ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს.

პუტინი

მსოფლიო 1715788949

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი გაიზრდება და მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი იქნება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი გაიზრდება და მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი იქნება.ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის ახალი მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი სამხედრო ოლქების ხელმძღვანელებს წარუდგინა. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუსეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სერგეი შოიგუს ახალი შეიარაღებული ძალების მშენებლობაში გაწეული მუშაობისთვის.„ბელოუსოვის დანიშვნა განპირობებულია იმით, რომ სამხედრო ხარჯები იზრდება. ეს არის დიდი რესურსი და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ძალიან ფრთხილად და ეფექტურად გამოვიყენოთ. სამხედრო ხარჯების გაზრდით, ყველა სოციალური ვალდებულება უნდა შესრულდეს. საუბარია განათლების, ჯანდაცვის განვითარებაზე, ვეტერანთა მხარდაჭერაზე, საპენსიო სერვისების მიწოდებაზე. ამავე დროს, თავდაცვის ხარჯები ბიძგს აძლევს ინდუსტრიულ განვითარებას. ეს ეგრეთ წოდებული ურთიერთობა „იარაღსა“ და „კარაქს“ შორის ორგანულად უნდა იყოს ინტეგრირებული რუსეთის სახელმწიფოს განვითარების საერთო სტრატეგიაში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის არმიას ჰქონდეს ყველაფერი უკრაინაში ამოცანების შესასრულებლად.

აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქეები გაათავისუფლეს

პოლიტიკა 1715755833

აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქეები გაათავისუფლეს - რა თქვეს გათავისუფლებულებმა იზოლატორის დატოვების შემდეგ

წინასწარი დაკავების იზოლატორი "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათის წინ დატოვეს. ისინი სამართალდამცველებმა ორშაბათს დილით აიყვანეს.გათავისუფლებულთა შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქე - ბრაიან ჯეიმს ბინგამი და პატრიკ ჰენდერსენი.ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევას ედავებიან. საუბარია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე. გათავისუფლებულთა საკითხს სასამართლო მოგვიანებით გადაწყვეტს.ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის, პატრიკ ჰერნანდესის განცხადებით, დაკავებისას მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ."ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად, "უცხოური აგენტების" კანონს ვაპროტესტებდი. პოლიციისა და პარლამენტის კედლებს შორის უცებ დამიჭირეს, როგორც ჩანს, ჯგუფიდან უმიზეზოდ გამომიყვანეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიყავი 48 საათის განმავლობაში და ახლა გამომიშვეს, მეტი არაფრის თქმა არ მინდა. აქ პოლიცია ძალიან კარგად მექცეოდა, მაგრამ როცა დამიჭირეს ბევრი მირტყეს. საქართველოში ინგლისურს ვასწავლი და ამ მიზნით ვარ ჩამოსული", - განაცხადა პატრიკ ჰერნანდესმა.ამერიკის შეერთებული შტატების დაკავებული მოქალაქის, ბრაიან ჯეი ბინგემის განცხადებით, ის სიტყვიერი გაფრთხილებისა და ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააკავეს."მე მშვიდობიანად ვაპროტესტებდი და ისინი, მშიშრები, ატარებენ ნიღბებს. მათ მე არ მოვეწონე, რადგან აქ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ვარ და არ მომწონს, რაც საქართველოში ხდება. საქართველოს სურს დასავლური ერი იყოს, სურს იყოს NATO-ს ნაწილი, რადგან რუსეთი არ ვარგა, რუსეთი, პუტინის გარდა, არავის უნდა. აქ ღვინის დასალევად და ქართველ ხალხთან შესახვედრად, სამოგზაუროდ ჩამოვედი. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ საპროტესტო აქციები იმართებოდა, მაგრამ უნდა მოვსულიყავი და მენახა, რა ხდებოდა. იმიტომ დამაკავეს, რომ აქციაზე წინა ხაზზე ვიყავი, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, დამიჭირეს და პოლიციის ხაზის უკან გამიყვანეს, მცემეს და მიწაზე დამაგდეს, მიზეზი არ ყოფილა, სიტყვიერი გაფრთხილება არ ყოფილა, უბრალოდ დამაკავეს", - განაცხადა ბრაიან ჯეი ბინგემმა.

ჟიგიმანტას პავილიონისი

პოლიტიკა 1715698591

ჟიგიმანტას პავილიონისი - ჩემი დისერტაცია იოანე პავლე მეორეზე, მის ბრძოლაზეა, არ შეგეშინდეთ, მე საბჭოთა ტანკების წინ ვიდექი, გარდამტეხი მომენტია, ან ხდები ბელარუსი, ან ხდები ლიეტუვა

მეგობრებს აგენტებს ან მტრებს არ ეძახიან. თქვენ ვერ იპოვით კანონს ევროკვშირსა და ნატო-ში, რომელიც მიმართულია მოკავშირეების, ოჯახის წევრების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.„ჩვენ ვიზიარებთ ინტეგრაციას, ჩვენ ვქმნით მრავალფეროვნებას, ჩვენ ვიწვევთ გერმანულ, ამერიკულ, სკანდინავიურ ფონდებს და არასამთავრობოებს. ჩვენ გვიყვარს ისინი, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ის, რაც საბჭოთა კავშირმა მოგვპარა – ჩვენი დმეოკრატიის ხარისხი და ამის შექმნა შეუძლებელია ფორმალური პროცედურებით, ამას სამოქალაქო საზოგადოება ქმნის“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.მისივე თქმით, „თუ კლავ სამოქალაქო საზოგადოებას, უბრუნდები საბჭოთა რეჟიმს“.„ეს არის რუსული, ეს არის ის, როგორც იწყებდა პუტინი მოსკოვის „გასუფთავებას“ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც შემდეგ გადმოვიდნენ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში. შემდეგ პროცესი ცენტრალურ აზიაში დაიწყო. ეს არის პუტინის ინფექცია, ეს არის პუტინის მეთოდი, გაგასუფთაოდ ლიბერალური დემოკრატიისგან. ეს არის ნათელი, თქვენ უნდა დაინახოთ ეს სურათი“, – აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.ამასთან, ჟიგიმანტას პავილიონისს დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც, მისი საქართველოში ჩამოსვლა კეზერაშვილმა დააფინანსა. აღნიშნულ კითხვაზე პასუხად ჟიგიმანტას პავილიონისმა აღნიშნა: „მე 19-ის ვიყავი, როცა ჩვენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ავჯანყდით, მაშინდელი რეალობა დაფუძნებული იყო ტყუილებზე, ძალიან პუტინურია, პუტინი აშენებს იმპერიას ტყუილებზე. საქართველოში ჩემზე ასეთი თავდასხმა ერთხელ არ მომხდარა. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვართ წარმოდგენილი სხვადახვა რეგიონიდან, სხვადასხვა პარტიები. რა თქმა უნდა, ეს სირცხვილია, რადგან მაიკლი და სხვა კოლეგები ამბობენ, რომ პოლიტიკოსების და ზოგადად პოლიტიკაში ღირსება ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანია, საბჭოთა ციხეებში ვერ ხვდებიან, ეს ციხის მენტალიტეტია, ცდილობ ადამიანური ღირსების შელახვას. ჩემი დისერტაცია იოანე პავლე მეორეზე, მის ბრძოლაზეა, საბოლოოდ როგორ დაამარცხა მან საბჭოთა იმპერია. მათ ინვესტიცია დააბანდეს ადამიანურ ღირსებაში. არ შეგეშინდეთ, მე საბჭოთა ტანკების წინ ვიდექი, მათ მოკლეს ჩემი მეგობრები, მე არ მეშინია ამის და თქვენც არ უნდა გეშინოდეთ. ეს მომენტია, ეს გარდამტეხი მომენტია. ან ხდები ბელარუსი ან ხდები ლიეტუვა. ასე რომ, თქვენ ახლა ირჩევთ თქვენს მომავალს ან მიდიხართ ქართულ კოშმარში“.

putini

მსოფლიო 1715683246

პუტინი ჩინეთში ვიზიტით 16-17 მაისს ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ვიზიტით 16-17 მაისს ჩავა.ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.პუტინისთვის ეს პირველი უცხოური ვიზიტი გახდება პრეზიდენტად მომდევნო ექვსწლიანი ვადით არჩევის შემდეგ.კრემლის ცნობით, პუტინი ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ჩადის.პუტინი და სი ძინპინი განიხილავენ ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს, განსაზღვრავენ ძირითად სფეროებს ორმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობის მეტი განვითარებისთვის და გაცვლიან მოსაზრებებს ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.

ემილ კოსმანი

პოლიტიკა 1715667440

რას გულისხმობს მეთიუ მილერი, როცა ამბობს, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი კურსი? - ამგვარი კანონი პირველად სწორედ აშშ-მა მიიღო 1938 წელს, რუსებმა დაახლოებით 2005 წელს და ამ დროს, მათი თქმით, ეს რუსული კანონია - ემილ კოსმანი

აშშ-ს და ვასალ სახელმწიფოებს ევროპაში, არ მოსწონთ, როცა საქართველოში აპირებენ მიიღონ კანონი, რომელიც ამერიკისთვის მიუღებელია, ისინი მას "პუტინის აგენტების კანონს" ეძახიან, არადა, ამგვარი კანონი პირველად სწორედ აშშ-მა მიიღო 1938 წელს, რუსებმა ამგვარი კანონი მიიღეს დაახლოებით 2005 წელს და ამ დროს, მათი თქმით, ეს "რუსული კანონია", - ამის შესახებ ამერიკელი ავტორი ემილ კოსმანი, Youtube არხზე აცხადებს, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს.კოსმანი თავის ვიდეოში, რომლის სათაურია "აშშ-ის მთავრობა თვალთმაქცურად არიგებს საქართველოს ჭკუას, როცა აშშ-ის პოლიცია პროტესტის დასაშლელად „ქიმიურ საბრძოლო მასალას“ იყენებს", აცხადებს, რომ აშშ-ს საქართველოში რეჟიმის ცვლილების მცდელობა აქვს. ის პარალელს ავლებს საქართველოს პარლამენტის შენობასა და აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებულ მოვლენებზე და შტატების ხელისუფლების სხვადასხვაგვარ რეაქციაზე ამ ორი მოვლენის მიმართ.„მათ უნდათ რაღაცების შეცვლა საქართველოში. მე გაჩვენებთ ამ სტატიას და განახებთ რამდენიმე ვიდეოს, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ესხმიან თავს პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობას საქართველოში. გააგზავნის აშშ საქართველოში თავის სპეციალურ დანაყოფებს უნივერსიტეტების კამპუსებიდან? დასავლეთი საქართველოში რეჟიმის ცვლილების აქტივიზაციას აკეთებს, 29 აპრილს განვაცხადე, რომ იქ რეჟიმის ცვლილების მცდელობის პროცესი დაიწყო.აქციაზე მყოფებს "როიტერი" პროტესტის მონაწილეებს უწოდებს - კი, ზოგი მართლაც პროტესტის მონაწილეა, ზოგი წამქეზებელი აგიტატორია, ზოგი აჯანყებულია. ვაშინგტონი ძალიან შეშფოთებულია იმის გამო, თუ რას უშვრებიან პროტესტის მონაწილეებს საქართველოში და მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი კურსი, ამბობენ ისინი.აშშ-ის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა ეს და რას გულისხმობს, რომ დამოუკიდებელმა, სუვერენულმა ქვეყანამ უნდა შეცვალოს თავისი კურსი. თქვენ ამას გააკეთებდით, თქვენთან რომ პროტესტები ყოფილიყო? თუ ეს ტიპები ზედმეტად დაკავებულები არიან ლუდის სმით, მარიხუანით და უაზრო ტელევიზიების ყურებით. 6 იანვარს იგივე არ იყო [კაპიტოლიუმზე]? არა, ეს აჯანყება იყო. რა გააკეთეთ ამის შემდეგ? თქვენ მთელი კონგრესი, მთელი კაპიტოლიუმი, შეიარაღებული ხალხის ალყაში მოაქციეთ და მათ უკან კი ეკლიანი მავთულებით მორთული ღობეები აღმართეთ, რატომ? - "ხალხის ნებით" - ამბობთ თქვენ, შეცვალეთ რამე? არა, იმიტომ რომ ისინი კონსტიტუციას ებრძოდნენ. ეს პირები, საქართველოში, უკანონოს არაფერს აკეთებენ, დემოკრატიულ სისტემაში არჩეული ოფიციალური პირები მუშაობენ, მათ წარადგინეს კანონი და როგორც დემოკრატიულმა და თავისუფალმა ქვეყანამ, საქართველომ, მათ უნდათ, კენჭი უყარონ მას, ზოგი მიცემს ხმას, ზოგი წინააღმდეგ წავა ისე, როგორც ეს აშშ-ის კონგრესში ხდება. ამის შემდეგ კანონი წავა პრეზიდენტთან, შემდეგ უმაღლეს სასამართლოში. იმათაც იგივე პროცედურული ნაგავი აქვთ, როგორც ჩვენ.და შემდეგ, როგორც ოპოზიციას, შენ თუ ეს არ მოგეწონება, შენ შეგიძლია დაარწმუნო საზოგადოება, რომ ეს არ იყო სწორი და რომ ხმა შენ უნდა მოგცეს, რომ მოიპოვო უმრავლესობა ახალ პარლამენტში და მერე ხელახლა კენჭი უყარო ამ კანონს და იგი გააუქმო. ეს არის ის, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია. მაგრამ აშშ-ს არ მოსწონს ეს. ჩვენ არ მოგვწონს, როცა დემოკრატია იმარჯვებს, მაგრამ ქვეყანა მაინც თავის კურსს მისდევს. არა, ისინი ჩვენი ვასალი სახელმწიფოები უნდა იყვნენ. არა, არა, ჩვენი არა, მათი ვასალი სახელმწიფოები.საქართველომ უნდა გამოხატოს შეშფოთება ამის გამო? ნება მომეცით გაჩვენოთ. არიზონას უნივერსიტეტის პოლიციამ რომ ქიმიური იარაღი გამოიყენა ანტი-ისრაელის საპროტესტო გამოსვლის დასარბევად? მაგრამ აქ, [როიტერის სტატიაში] ესენი არიან პროტესტის მონაწილეები, იქ [აშშ-ში] კი მეამბოხეები“ - აღნიშნავს ემილ კოსმანი. 

იაგო ხვიჩია

პოლიტიკა 1715603013

არავინ მეუბნება, ვინ არის აქციის ორგანიზატორი, ვის დავაბრალო აქციის დაშლა და უბედურება, რასაც ახალგაზრდობას უწყობენ, ესენი არიან პარტიები და „ენჯეოები“ - იაგო ხვიჩია

ოპოზიციის გეგმების შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი არ მეძახის, არ ვუყვარვართ და აქედან გამომდინარე, ჩემგან მალულად იმუშავებენ გეგმებს, რომელიც მერე ისვრის საჯაროდ და დადიან ჩასვრილები ამ თავიანთი გეგმებით, რაც შეეხება ჩემს გეგმებს, თქვენ ალბათ არ გაუშვებთ ამას ეთერში, მაგრამ ჩემი მიზანი არის ვაგინო აქციის ორგანიზატორებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.ხვიჩიას თქმით, აქციის ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებენ, რომ მუხტი მიილიოს და ადამიანებს არაფრის იმედი არ ჰქონდეთ.„ზოგადად ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მუხტი მიილიოს და ადამიანებს არაფრის იმედი არ ჰქონდეთ. ამისთვის ვარ მოსული, გავარკვიო, ვინ არის აქციის ორგანიზატორი, რადგან პირველად ვარ აქციაზე, სადაც ერთი კვირაა დავდივარ, ღამის 05:00 საათამდე ვარ და ორგანიზატორი ვერ გავიგე, ვეძებ კაცს, ვინ არის პასუხისმგებელი აქციაზე, რომ დაველაპარაკო, ასე ქცევა არ შეიძლება. აზრიანად არის რაღაც გასაკეთებელი და ამას რომ ვერ ვხედავ, ნერვები მეშლება და თან არავინ არ მეუბნება, ვინ არის აქციის ორგანიზატორი, ვის დავაბრალო აქციის დაშლა და ის უბედურება, რასაც ახალგაზრდობას უწყობენ. ესენი არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შეკეტილები არიან სადღაც და საჯაროდ არ ლაპარაკობენ, „ენჯეოები“, რომლებსაც არც იდეა გააჩნიათ, არც თავისუფლები არიან სინამდვილეში, არც გამბედაობა აქვთ.ხალხი გამოდის ქუჩაში გულწრფელად გასაპროტესტებლად და ესენი უბრალოდ ვერაფერს ეუბნებიან. სიტყვას ვერ ეუბნებიან საით წავიდეს ეს ხალხი, რა გააკეთოს და მთელი ღამე ეს ხალხი უბრალოდ ქუჩაში დაღალეს წინ და უკან სიარულით და თან უთხრეს, რომ პიკეტირება უნდა გააკეთოთო და არცერთი ორგანიზატორი არ იდგა წინ. მიზანი ან არის სიბრიყვე, რომ უბრალოდ ბრიყვები არიან და მეორე არის „ქოცურ“ თამაშს თამაშობენ. ახალგაზრდების არგამოყენება ხდება, ეს არის პრობლემა. ხალხი გამოდის ემოციით, სამშობლოს სიყვარულით, რომელსაც არ უნდა რუსეთი, არ უნდა პუტინი, არ უნდა არსად წასვლა და შენ მოდიხარ და წინ და უკან დაატარებ, თვითონ იმალები, არაფრის გამბედაობა არ გაგაჩნია. ჩვენ ყოველდღე ვართ აქციაზე, სულ ვიქნებით ახალგაზრდების გვერდით“, – განაცხადა ხვიჩიამ.

პურინი

მსოფლიო 1715599051

სერგეი შოიგუს გადაყენება და თავდაცვის მინისტრად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა ნიშნავს, რომ პუტინი უკრაინის ომისადმი მიდგომას კარდინალურად ცვლის - Financial Times

დასავლური მედია პუტინის საკადრო ცვლილებებს ეხმიანება. გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ სერგეი შოიგუს გადაყენება და თავდაცვის მინისტრად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა ნიშნავს, რომ პუტინი უკრაინის ომისადმი მიდგომას კარდინალურად ცვლის. კერძოდ, თავდაცვის სფეროში არსებულ რეკორდულ დანახარჯებზე კონტროლს ამკაცრებს და დარგში კორუფციის დამარცხებას ცდილობს.გამოცემა Times-ი წერს, რომ ბოლო ათწლეულში რუსეთის მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცვლილებები გატარდა, რისი მიზანიც ომში მყოფი არმიის საჭიროებების ეფექტიანად უზრუნველყოფაა.