1727952555
„სუში რუმი“ – დააგემოვნეთ ნამდვილი სუში თბილისში
იაპონური სამზარეულოს სიდიადე მსოფლიოს მიერ აღიარებულია. უდიდესი ისტორიის მქონე კულინარიული შედევრები დიდი სიყვარულით, ტრადიციებისადმი პატივისცემითა და ესთეტიკური მიდგომებით იქმნება.
ბევრისთვის საყვარელ სუშის 2000 წლიანი ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადების წესი ევოლუციას განიცდის ტრადიციულ საფუძვლებს მაინც არ კარგავს.
სუშის უკვე ბევრგან ამზადებენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ინგრედიენტებია, რომლებიც მას სასარგებლო თვისებებს უნარჩუნებს და დაუვიწყარ არომატს სძენს.
თბილისში, იაპონური სულისკვეთებითა და საუცხოო ინგრედიენტებით მომზადებული სუშის დაგემოვნება Sushi Room-შია შესაძლებელი, რომელიც სამ ლოკაციაზეა წარმოდგენილი: ფარნავაზ მეფის გამზ. N1 (გუდვილის შენობა), ი. აბაშიძის N10/12, პ. ქავთარაძის N1 (სითი მოლი).
ალბათ ბუნებრივად გაჩნდება კითხვა რა გამოარჩევს „სუში რუმს“ სხვა, იაპონური რესტორნებისგან. პასუხი მარტივია:
მაღალი დონის სტანდარტები სამზარეულოში და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტები
„სუში რუმში“ ჰიგიენის ყველა სტანდარტი მკაცრად დაცულია და კონტროლდება იაპონელი კონსულტანტის მიერ, რომელიც სპეციალურად „სუში რუმის“ მოწვევით სტუმრობს საქართველოს და ატარებს მასტერკლასებს ამავე რესტორნის თანამშრომლებისთვის, ამასთანავე, აკონტროლებს მუშაობის პროცესს და ხარისხს. რესტორანში კერძის შემადგენელ ცალკეულ ინგრედიენტს დიდი ყურადღებით არჩევენ, თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხისაა და ნორვეგიიდან და იაპონიიდან ჩამოაქვთ ექსკლუზიურად „სუში რუმისთვის“.
მრავალფეროვანი მენიუ
„სუში რუმს“ იაპონური სამზარეულოს ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, როგორც კერძების, ისე სასმელების და აზიური დესერტების კუთხით – სალათები, ცხელი კერძები, ლანჩ მენიუ, სასმელები, დესერტი და რაც მთავარია, იაპონური დელიკატესები – ჰამაჩი, მოლუსკის ხორცი – ჰოტატე და ნამდვილი ძროხის მარმარილოსებრი ხორცი – ვაგიუ (Waguy Beef). ვაგიუ არის ერთადერთი ჯიში, რომელიც ბუნებრივად იძლევა მარმარილოსებრ ხორცს, რაც თევზზე უფრო მსუბუქი და ჰაეროვანია. „მარმარილოსებური” სახელი ხორცს კუნთების მთელ მოცულობაში ცხიმოვანი ჩანართების თანაბრად განაწილების გამო მიანიჭეს. გარდა ამისა „სუში რუმი“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ზღვის ზღარბის ხიზილალა – უნის (Uni), რომლის დაგემოვნებაც საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ხსენებულ რესტორანშია შესაძლებელი.
მომსახურების უმაღლესი სტანდარტი ყველგან – მათ შორის თქვენს სახლში, ან ოფისში
საოცარ გარემოსთან და არომატულ კერძებთან ერთად „სუში რუმი“ მრავალფეროვან მომსახურებას გთავაზობთ. თუ რესტორანში მისვლას ვერ ახერხებთ, სერვისი სუში გამოძახებით საუკეთესო გამოსავალია – შეუკვეთეთ ნებისმიერი რამ მათი მენიუდან, ან დარეკეთ ნომერზე 0322 242599 და შეკვეთას სასურველ მისამართზე მოგიტანენ.
იაპონური წვეულების მოსაწყობად, შეგიძლიათ, „სუში რუმიდან“ გამოიძახოთ გამოცდილი შეფ-მზარეული, რომელიც თქვენი სტუმრების თვალწინ ნამდვილ სუშის მოამზადებს!
სუშის მოყვარული იუბილარები შეგიძლიათ სუშის ორიგინალურ ტორტით გაანებივროთ, რომელსაც „სუში რუმი“ თქვენი სურვილის და გემოვნების გათვალისწინებით მოგიმზადებთ.