VIDEO: „უცებ დავინახე, რა ხდება?!“ - რა მოხდა „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1770408031
კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების გამო, ბელგიაში კინოთეატრები და თეატრები დაიხურება. სპორტული ღონისძიებები კი დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ბელგიის მთავრობაში აცხადებენ, ახალი ზომები შობის დღესასწაულის შემდეგ ამოქმედდება.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში დაწესებულმა შეზღუდვებმა ხელი შეუწყო ინფექციის მაჩვენებლების შემცირებას.
„თუმცა, ოდნავ დადებითი მაჩვენებლების მიუხედავად, აშკარაა, რომ შეშფოთების საფუძველი არსებობს. სანაპიროსთან მეკობრეების გემია და ეს „ომიკრონი“ ვარიანტია“, – აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.