"ისე ცუდად დაიწყო ეს წელი, არც კი ვიცი, როგორი გაგრძელება ექნება..." - ნუცა ცისკარიშვილი
1769108603
ფსიქოლოგი, ზურაბ მხეიძე გადაცემაში ,,მამების დრო" საუბრობს, რა როლი აქვთ მამებს შვილების ცხოვრებაში და რა შეცდომებს უშვებენ ისინი ამ ურთიერთობაში ყველაზე ხშირად:
,,ბავშვი ოჯახში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უნდა მოემზადოს. გადაჭარბებული ზრუნვა მას არ აძლევს საშუალებას, თავად გადაწყვიტოს რაღაცები, თავად ორიენტირდეს გარემოში. მამასა და დედას შორის, სქესის ნიშნით თუ ვიმსჯელებთ, ბავშვების 90%, იბადება თუ არა, ქალების გარემოცვაში აღმოჩნდება. დედა, ბებია... საბავშვო ბაღში 95-98% ქალები არიან, ასევე სკოლაში მასწავლებლების 90% ქალია. უცებ რომ დაამთავრებს, მერე ხვდება თავისი სქესის ადამიანებთან. ესეც გარკვეული ტიპის პრობლემას ქმნის. ამიტომაა, რომ ოჯახში მამის ურთიერთობა შვილთან ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, ამ ურთიერთობასაც ცოდნა უნდა. "რა ხდება ბიჭო სკოლაში?" - ზოგს ეს ჰგონია ურთიერთობა. ურთიერთობა არის, როცა შენ შენს შვილთან ატარებ თუნდაც ერთ სრულფასოვან დღეს. მამაკაცების მხრიდან ბავშვებთან ურთიერთობის კიდევ ერთი ქართული ვარიანტია: მაგალითად, მეუღლემ გითხრა, ბავშვი სადმე წაიყვანეო. მოკიდე ხელი და აიყვანე შენს მეგობართან იმიტომ, რომ მას ამ ასაკის ბავშვი ჰყავს. ისინი იქ თამაშობენ, შენ შენს მეგობართან ზიხარ. ეს ცუდი არ არის. ერთი მხრივ, დაინახოს. მაგრამ, ეს ურთიერთობა არ არის. თუ ორი ბავშვი გყავს და მიგყავს, შენ ხარ მამა და მათ ერთმანეთთან აქვთ ურთიერთობა. მაგრამ, როცა ერთი-ერთზე გადიხართ და მთელი დღე შენთანაა - სერიოზულად ლაპარაკობთ, ხუმრობთ, მაიმუნობთ. მთელი დღე, სრულად გაქვს ურთიერთობა. შეიძლება, ამ დროსაც აიყვანოთ მეგობართან, მაგრამ შენ გვერდზეა, შენ მას დაუთმე ეს დღე. მოდის აბსოლუტურად კმაყოფილი და ბედნიერი. რამდენ ბავშვს უთქვამს: "საბავშვო ბაღიდან სულ დედას გამოვყავდი. ვიღაცას რომ ვხედავდი, მამას გამოჰყავდა, ვოცნებობდი, იქნებ, მამაჩემიც მოსულიყო..." ეს არის პატარა ბავშვის განცდები, რომელიც დიდ ასაკშიც ახსოვს. ბავშვები ამას მოკლებულები არიან ხოლმე.
ცოტახნის წინ ბუშეტში, ამონაშვილებთან ვიყავით. ბავშვები იყვნენ და ერთ-ერთი ასეთი თამაში იყო - ვინც გიყვარს, უნდა დაურეკო ხმამაღალზე და უთხრა, რომ გიყვარს. ბევრმა ბავშვმა დარეკა დედასთან. ერთი ბავშვიც არ იყო, ვინც მამასთან დარეკა... მეგობრებთანაც დარეკეს, მაგრამ ერთი ბავშვი არ იყო, ვინც მამასთან დარეკა. ეს პრობლემაა, მამა მისთვის შორსაა",-ამბობს ზურა მხეიძე.