„ზუგდიდში კონცერტი მქონდა და გვიან ჩამოვედი, დილით ხათუნა მაღვიძებს... ლალი აღარ არისო...“ - ზურა ხაჩიძე დედის გარდაცვალების დღეს იხსენებს

ზურა ხაჩიძე

ზურა ხაჩიძემ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში დედაზე გულახდილად ისაუბრა და თქვა, რომ როდესაც გარდაცვლილი დედა მოენატრება, დეიდასთან, ბელა ვეფხვიაშვილთან მიდის... ბელა ზალიკო ბერგერის დედაა. და როდესაც სამივე, ამ ქვეყნიდან ადრე წასულ ლალიკოს იხსენებენ, ცრემლებად იღვრებიან.

დღეს ზურას დედის გარდაცვალების დღეა და მონატრების ემოციებს ის სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

„დღეს დედაჩემის გარდაცვალების დღეა! ღმერთმა მოიხსენოს სასუფეველსა თვისა შენი სული! ამინ! მენატრები.... (ღამე ზუგდიდში ვიყავი კონცერტი მქონდა და გვიან ჩამოვედი, დილით ხათუნა მაღვიძებს და რა ძლიერია დამაწყნარა, დამამშვიდა, გამოიფხიზლეო რაღაცა მოხდაო, მეუბნება ლალი აღარ არისო...ვერ ვხდებოდი რატომ?!ეგ დილა არ დამვიწყდება...სანამ დედები ცოცხლები გყავთ გაუფრთხილდით, მოეფერეთ, ხელზე ეამბორეთ და კურთხევა აიღეთ! მერე გვიან იქნება... 18 წელი გავიდაა...“,- წერს ზურა ხაჩიძე. 

ზურამ დედაზე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა და თქვა, რომ როდესაც გარდაცვლილი დედა მოენატრება, დეიდასთან, ბელა ვეფხვიაშვილთან მიდის... ბელა ზალიკო ბერგერის დედაა. და როდესაც სამივე, ამ ქვეყნიდან ადრე წასულ ლალიკოს იხსენებენ, ცრემლებად იღვრებიან.