ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მწუხარებას გამოთქვამს ათონის წმინდა მთის ივერონის მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, არქიმანდრიტ ბასილის (გონტიკასისი )გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ივერონის მონასტრის საძმოს.

სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო სულსა ახალგარდაცვალებულსა მონასა შენსა არქიმანდრიტ ბასილს და მიეც მას საუკუნო ხსენება. ამინ!“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.