ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვის ლენტი

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მწუხარებას გამოთქვამს ორსანტიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძრის ქტიტორის, ბ-ნ ვლადიმერ (ვალოდია) მაშიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და ნათესავებს.

სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო, სულსა ახალგარდაცვალებულსა მონასა შენსა ვლადიმერს. ამინ!“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.