ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
შოვში ტრაგიკულად დაღუპულ ზაზა მესხს, მის მეუღლესა და უფროს შვილს, თბილისში, შაბათს დაკრძალავენ.
როგორც "პრაიმტაიმს" ზაზას ნათესავი ატყობინებს, მესხების პანაშვიდი გაიმართება დღეს, პარასკევს, 16 საათიდან ვაკის წმინდა სამების სახელობის ტაძარში.
ტაძრიდან გამოსვენება შედგება შაბათს, 14 საათზე.
ზაზას ორ შვილს ისევ ეძებენ... მას პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი დარჩა.
ზაზას ცხედრის პოვნა და იდენტიფიცირება, ტრაგედიიდან 22-ე დღეს მოხდა. მისი ამოცნობა საქორწინო ბეჭედზე ამოტვიფრულმა სახელმა გააადვილა - "ალინა"; ორი კვირით დღით ადრე, ცოლის ცხედარზე ნაპოვნ ბეჭედზე კი, მისი სახელი ამოიკითხეს;
სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ ქართველ ემიგრანტზე "პრაიმტაიმს" მისი ნათესავი უყვება...
"ზაზა ბათუმელია, მეექვსე სკოლა დაამთავრა, შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, წლებია ჰოლანდიაში ცხოვრობდა; ქალაქ Utrecht-ში, არაჩვეულებრივ სახლში;
პირველი ცოლი ჰოლანდიელია, მასთან ერთი გოგო დარჩა ზაზას.
საქართველოზე უკიდეგანოდ იყო შეყვარებული;
ალინა რომ შეირთო ცოლად, ქორწილი თბილისში გადაიხადეს.
ვაიმე, როგორ მტკივა გული... ტვინიდან ვერ ვიგდებ ამ საშინელ ამბავს - მთელი ოჯახი დაიღუპა, შეიძლება შექანდე ჭკუიდან...
მაინცდამაინც იმ დღეს ჩავიდნენ შოვში... ბრაზი მახრჩობს, ნეტავ არ ჩამოსულიყო. "
ასევე დაგაინტერესებთ: