პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ნინი წიკლაური თავის წარმატებულ საქმიანობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„13 მაისიდან ზარები და მესიჯები რომ არ წყდება და უამრავ სიყვარულს ვიღებ, ამ ბედნიერების გადმოცემა შეუძლებელია. ტირილამდე ბედნიერი ვარ, რადგან ამ ქვეყანაშიც ფასდება შრომა, წესიერება, მეგობრობა, სიყვარული, სიმართლე, ადამიანობა, მუსიკა და რაც მთავარია, ფასდება ერთგულება, როგორც ადამიანებისადმი, ისე საქმისადმი.
მადლობა ღონისძიების სულის ჩამდგმელსა და ჩვენი ემიგრაციის ბრილიანტს, გემოვნებიანს და კარგ ადამიანს Tamriko Stvr, რომელმაც დამიფასა შრომა, რომელსაც ჩემს უძვირფასეს „ციცინათელაში“ ვდებ, რომ ამერიკაში „ქართულად იმღერონ“! ეს ჩემი მუსიკალური მოღვაწეობის დევიზია და ალბათ, ამიტომაც გამომდის საქმე იდეალურად, რადგან მართალი ვარ ჩემს საქმეში, ვაკეთებ იმას, რაც ჩემია, რაც ორგანულია და რაც ქართულია. ეს ბავშვები კი ყველაზე გამჭვირვალე ადამიანები არიან, ვისაც კი შევხვედრივარ ცხოვრებაში. წინ ბევრი გეგმები მაქვს და მადლობა თამრიკო შენ, რომ მაძლევ სტიმულს ვიყო დაფასებული.“ - წერს მომღერალი.