„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
ადიგენში, სტიქიის ზონაში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და უახლოეს საათებში მოხდება დაგროვილი ქვა-ღორღის გატანა, - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, რომელიც სტიქიის ადგილზე იმყოფება.
როგორც ზაალ გელაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე არის გადაყვანილი.
„ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჩართულია როგორც ადიგენის მერია, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტები, კერძოდ, ბორჯომის რაიონიდან მოდის ოთხი ერთეული თვითმცლელი სატვირთო ავტომანქანა, ასევე ჩართულია კერძო სექტორი, საგზაო დეპარტამენტი, ველოდებით მძიმე ტექნიკას და უახლოეს საათებში მოხდება დაგროვილი ქვა-ღორღის გატანა“, - განაცხადა ზაალ გელაშვილმა.