„ყველაზე საშინელი ღამე... მეგონა ყველაფერი დასრულდა...“ - რას შეემთხვა რატი წითლიძეს

რატი წითლიძე

მსახიობი და პროდიუსერი სოცილურ ქსელში ამბავს ჰყვება, თუ როგორ გადაურჩნენ ის და მისი მეუღლე საშინელ ღამეს. 

„ყველაზე საშინელი ღამე!

ჩვენ ვცხოვრობთ და უცებ არსაიდან რაღაც საშინელება ხდება და იმ მომენტში ხვდები, რომ არაფერს აქვს ფასი და ღირებულება, მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს!

კივილი, ჩემი მეუღლე ძირს, გატეხილი თავით და სისხლის გუბე... მეგონა ყველაფერი დასრულდა!მინდოდა მისთვის გული და სული მეჩუქებინა... უზომოდ მიყვარს ჩემი პატარა ანგელოზი, მაგრამ ჩემთვის დედისა და შვილის სიყვარული ყველაზე წმინდაა!

შემდეგ, აკანკალებული და ჩუმი ხმით მითხრა, გთხოვ, შეხედე ბავშვს, ის ხომ კარგად არის... თუ მოვკვდები, გთხოვ მიხედე ჩემ დედას და მამას... უთხარი ჩვენ პატარას და დედაჩემს, რომ უზომოდ მიყვარს ისინი და სულ მათ გვერდით ვიქნები... და გთხოვ დაეხმარე მარტოხელა დარჩენილ მოხუცებს.

საშობაო კურთხევაა, რომ ახლა მთელი ოჯახი ერთად ვართ... ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ!

დიდი მადლობა სასწრაფოს, ექიმებს და ჩვენს მეზობლებს, მათი დროული დახმარებისათვის! ვამაყობ ჩვენი ქართველობით!

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა იმათთვის, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება! 2000 ლარზე მეტი უკვე მოვაგროვეთ. ჩვენ ყველანი ერთად გავახარებთ ამ საყვარელ ადამიანებს!

ლიბერთი ბანკი

ანგარიშის ნომერი: #GE92LB0711187123498000

მიმღები: Olga Slusareva (ოლღა სლუსარევა)

PayPal: tsiteladzerati@gmail.com

გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!“,- წერს