დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
ყველას ვევედრები, რომ შვილი დამიბრუნდეს. მეტი არაფერი მინდა,“ - ამის შესახებ იტალიაში გაუჩინარებული 27 წლის ქართველი გოგოს დედა აცხადებს.
„ყველას ვევედრები, რომ შვილი დამიბრუნდეს. მეტი არაფერი მაინტერესებს. ეჭვები როგორ გითხრათ, რა გავიგო.. ყველაფერს ვეჭვობ ადამიანი. ვფიქრობ ყველანაირ ვერსიაზე, რა მოხდა და რა არის სინამდვილეში, არავინ იცის“, - ამბობს ემიგრანტის დედა.
სალომე ტეტუნაშვილს იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. წუხელ ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ იმ სახლთან, სადაც სალომე მუშაობდა.