,,ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან აღიარებას!" - ,,აჭარაბეთ არენამ" უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

რიჟვაძე

,,აჭარაბეთ არენამ", მაიამიში, FIABCI-ს ოსკარად წოდებულ უძრავი ქონების მსოფლიო დაჯილდოებაზე საჯარო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ჯილდო FIABCI-ს პრეზიდენტმა გადასცა.

ღონისძიებას მთელი მსოფლიოდან 3000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ამ მასშტაბის ჯილდო გადაეცა.

,,ბათუმის სტადიონმა, ქალაქ მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან აღიარებას! წინ არაერთი გამარჯვება გველის!", - წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.