პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, რომელმაც ფაქტობრივად ცალკე რელიგია „ბიბლიური თავისუფლება“ შექმნა, დღეს სოციალურ ქსელში დღეს დაწერა „ქრისტე აღდგა!“.
მართალია, აღდგომიდან ამაღლებამდე მართლამადიდებელი მრევლი ერთმანეთს გამარჯობის ნაცვლად „ქრისტე აღგას“ მიმართვით ესალმება. გირჩი ზურა ჯაფარიძისგან საზოგადოების ნაწილმა გამაღიზიანებლად მიიღო.
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ამბობს, ზურა ჯაფარიძე ყოველთვის გამოირჩევა მსგავსი „ეპატაჟური გამოხტომებით“.
„საქართველოში სიტყვის თავისუფლებაა და ყველას შეუძლია რაც უნდა ის თქვას. ის აღიარებს თუ არა მართლმადიდებლობას მე არ ვიცი, სწამს თუ არა ისიც არ ვიცი. ადამიანი პამპულაობს რაღაცებს, ეპატაჟური გამოხტომებით გამოირჩევა და რასაც უნდა იმას აკეთებს. ჩემთვის სულ ერთია, რაც უნდა ის გააკეთოს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მის საქციელებს. ერთადერთი მაინტერესებს ადამიანი, რომელიც აცდენილია გზას და ამიტომ ვწუხვარ. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოს და მალე ალბათ კიდევ უფრო მეტ სისულელეს გააკეთებს. ნუ დაარღვევს სხვის უფლებებს და აკეთოს რაც უნდა“,- ამბობს ალექსანდრე გალდავა.