„ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ...“ - სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
1793215936
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში.
სტიპენდია სწავლის ერთი წლის განმავლობაში სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას ითვალისწინებს, კანდიდატების შერჩევა კი აკადემიური მოსწრების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე ხდება.
ვის შეუძლია საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღება?
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პირველკურსელებს, ისე საბაკალავრო საფეხურის სხვა კურსების სტუდენტებს.
შერჩევისას ყურადღება ექცევა სტუდენტების აკადემიურ მოსწრებას (GPA), სამოტივაციო წერილსა და ლიდერობის პოტენციალს. ამასთან, თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტი სტიპენდიის მოპოვების დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
როგორია შერჩევის პროცესი?
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე. შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს:
განაცხადების შერჩევა: უნივერსიტეტები განიხილავენ კანდიდატების აკადემიურ მოსწრებასა და სამოტივაციო წერილებს;
გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რის შემდეგაც გამოვლინდებიან სტიპენდიატები.
რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია სტიპენდიის მოპოვება?
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი 23 უნივერსიტეტია:
ფოთში საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.