1733169705
„ყველა სხვისი ცხოვრების დალაგებით არის დაკავებული, თავად კი ყელამდე ჭაობში არიან და არც გადარჩენას ფიქრობენ…“ - რას წერს მამა პეტრე
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„იმხელა აგრესია, რასაც ქართველები დავატარებთ, არც ერთ ერს არ ახასიათებს… ამასთანავე, ქრისტიანობაზე ისეთი ამბიცია, როგორც ჩვენ გვჩვევია, იშვიათია სხვაგან ნახო…
სხვისი ცხოვრებით ცხოვრება, განკითხვა, ჭორაობა, ვის რა აცვია, რატომ აცვია, ვისთან დადის, როდის წვება, როდის დგება, რას ჭამს, როგორ იძინებს, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ყველას თუ არა, ნახევარი ერის საფიქრალი რომ ხდება…
ქუჩაში დაძაბულობა, ოჯახში დაძაბულობა, ეკლესიაში უნდობლობა და სიმძიმე, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია… უსაქმურობის, უინტელექტობის, შინაგანი პროვინციალიზმის ბრალია.
ყველა სხვისი ცხოვრების დალაგებით არის დაკავებული. თავად კი ყელამდე ჭაობში არიან და არც გადარჩენას ფიქრობენ…
სიტუაცია უარესდება, სიყალბე, ფარისევლობა და უტვინობა უფრო ფასდება, ღირებულებების აღრევა ხდება…
ყველამ საკუთარი წილი ნაგავი რომ მოისროლოს, მერე არ იქნებოდა ასეთი ქაოსი და არეულობა!..“, - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ: