„ყველა ჩვენგანისთვის უდიდესი ტკივილი და ტრაგედიაა ეს ამბავი, რომელიც მოულოდნელად დაგვატყდა თავს...“ – ხონში, ავარიისას დაღუპული ერთ–ერთი ბიჭი ფეხბურთელი იყო

ბექა წვერავა

იმერეთში, დღეს ტრაგედია დატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ერთ–ერთი დაღუპული 15 წლის ბექა წვერავაა, რომელიც ქუთაისის ტორპედოს აკადემიის ფეხბურთელი იყო.

„სამწუხაროდ, ყველასთვის მოულოდნელად, ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი გუნდის აკადემიის ფეხბურთელი და ჩვენი დიდი ოჯახის წევრი ბექა წვერავა. 

ყველა ჩვენგანისთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია ეს ამბავი, რომელიც მოულოდნელად დაგვატყდა თავს.
თანავუგრძნობთ ბექას ოჯახს, მეგობრებს, გუნდელებს და ყველა ახლობელ ადამიანებს.
ბექა ყოველთვის იცოცხლებს ჩვენს გულებში.

ბექასთან ერთად მისი ორი მეგობარი გარდაიცვალა. თანავუგრძნობთ მათ ოჯახებს, ახლობელ ადამიანებს და გამძლეობას ვუსურვებთ. ორ მათგანს კი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს „ჯუნგლები - The Jungles“ სოციალურ ქსელში.