1746733863
„მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი, ძალიან გამიჭირდა...“ - ზურა შევარდნაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე

ზურა შევარდნაძემ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ წონის კონტროლი ბარიატრიული ქირურგიული ჩარევით მოიპოვა. თქვა ისიც, რომ ანალიზს იკეთებს წელიწადში ორჯერ, სვამს ბალახეულ ნაყენებს... მოკლედ, ჯანმრთელად ცხოვრობს.
შევარდნაძემ თავისი ჯანმრთელობის ანამნეზზე ისაუბრა გადაცემაში "პაციენტი".
ზურა შევარდნაძე: სულ მაქვს ნაყენები, ცაცხვის, პიტნის ნაყენი სულ მაქვს. მიყვარს ფარსმანდუკი, თავშავა... რომც არ მჭირდება, მაინც ვსვამ, ბარამბოს ჩაის ვსვამ საღამოს, აწყნარებს. ზაფხულში ყინულებს ჩავყრი, ზამთარში - ცხლად ვსვამ. გაუაზრებლად და არა იმიტომ, რომ კუჭისთვის იყოს კარგი და თირკმლისთვის...
პროფილაქტიკურ ანალიზს წელიწადში ორჯერ ვიკეთებ. ერთმანეთს ეძახიან ექიმები, ცინკიც ნორმაში აქვს, ცინკიიიც. კუჭის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ნახევარი ორგანო მოვიბდღვენი, მეტი რა უნდა მექნა? ძალიან მსუქანი ვიყავი, რომ ვდგებოდი სავარძელი მომყვებოდა. სულ ვჭამდი, ვერ ვაკონტროლებდი. შოკოლადს, ხილს ვჭამდი ბევრს. მივხვდი, რომ ჩემით ვერ მოვერეოდი და დათო აბულაძემ გამიკეთა კუჭის ოპერაცია. მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი, ძალიან გამიჭირდა. 60 კილო დავიკელი. დავკარგე წონა და წონასთან ერთად ემოცია. ჩემი საქმე ემოციის გარეშე არ გამოდის და ამას კინაღამ გადავყევი. ემოციურად ძალიან გამიჭირდა. გასულ ზამთარს გავიდა სამი წელი და ახლა მოვედი ჭკუაზე. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.