„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
8 წლის დათი ქოქრაშვილი კვლავ ისრაელის კლინიკაშია, მოზარდის მდგომარეობას ექიმები ისევ სტაბილურად მძიმედ აფასებენ.
მის გამოსაჯანმრთელებლად მოქალაქეები აქტიურ კამპანიაში არიან ჩართულები, გამონაკლისი არც დაშავებული ბავშვის მეგობარი, ანდრო აღმოჩნდა. როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, მოზარდმა ყვავილები მოკრიფა, გაყიდა და დედას სთხოვა, რომ დათისთვის გადაერიცხათ.
ამბავს დათის დედა, ქრისტინა მამუკაშვილი ავრცელებს:
„ანდრო, შენ ხარ უსაყვარლესი ბიჭი და ნამდვილი მეგობარი. მიყვარხარ და მენატრები ჩემო კუწკუწა. დიდი მადლობა, რომ ასეთი კეთილი და მზრუნველი ხარ.“ - დაწერა ქრისტინემ და შემდეგი „სქრინი“ დაურთო ⇓