„ყოველთვის მქონდა გულში, რომ სადღაც ჩემი ბავშვი არსებობს, მაგრამ საქართველოში არ ველოდი...“ - გურგენ ხორავა

თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტ თამუნა მუსერიძეს საავტორო პოდკასტში სტუმრად მამა ჰყავდა. ცნობილმა ქორეოგრაფმა, გურგენ ხორავამ შვილის დასმულ კითხვებს გულწრფელად უპასუხა. 

კითხვაზე, ადრე რომ გაეგო, მისგან ვიღაც ორსულად იყო, როგორ მოიქცეოდა, მისი პასუხი ასეთია:

ყოველთვის მქონდა გულში, რომ სადღაც ჩემი ბავშვი არსებობს, მაგრამ საქართველოში არ ველოდი, ეს იყო რუსეთში.

დღეს რომ ილაპარაკო, ამას და იმას გავაკეთებდი, ეს ბაქიაობა იქნება. იმ დროს რას მოიმოქმედებდი და რას არა, არავინ იცის. საერთო ჯამში, როცა ბავშვზე მიდგებოდა საქმე... არ ვიცი. თუ გაშვილება ენდომებოდა, მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეუღლე ამაზე დამთანხმდებოდა“, - თქვა მუსერიძის მამამ.