ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

ყირიმ-კონგო

ახალციხის  სოფელ  წყალთბილაში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით  ექიმი გარდაიცვალა, -  ინფორმაციას რეგიონული მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილებაში აცხადებენ, ექიმმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კაცი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა.

დადასტურებიდან ორ დღეში, პირველ ივნისს პაციენტი გარდაიცვალა.

3 ივნისის მონაცემებით, მიმდინარე წელს ყირიმ–კონგოს ცხელებით სამცხე–ჯავახეთში 8 ადამიანი დაავადდა.