1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოზე და ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოლოდინს გამოეხმაურა.
„საქართველოს გარეთ დატოვება ჩემთვის გაუგებარია. უნდა მიეჩვიონ, ქართველები რასაც ვლაპარაკობთ იმის მოსმენას, ჩვენც უნდა ვისწავლოთ იმათი მოსმენა.
მე ბევრს ვიცნობ, ვინც ეგ რეზოლუცია მიიღო, მე მასე მელაპარაკებიან, როცა ველაპარაკები პირისპირ? ყველა იყო ხელისუფლებაში, რა გამიკეთეს? თუ არ მიგვიღეს დაქცეულა ქვეყანა, საზღვარი არ გვაქვს პირდაპირ ევროპასთან.
უკრაინა რომ ყოფილიყო უზბეკეთში, ან ყაზახეთში, შეიძლება არც განძრეულიყვნენ.
შეიძლება ზელენსკი იქნება, თუ სხვა ვინმე, ჩვენზე როგორც ლაპარაკობენ, ისე ილაპარაკონ? რაც მაიდანი მოხდა, იმის შემდეგ, სულ ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ, პოროშენკოდან დაწყებული.
მე მიხარია, რომ ჩემს ქართველებთან, თუნდაც ჩემთვის პოლიტიკურად მიუღებელ ხალხთან, კარგი ურთიერთობა აქვთ. თუ ქართველებთან კარგად ხარ, საქართველოსთანაც იყავი.
ახლა უარს რომ მეუბნები, რას უებნები რუსეთს? ძლივს წესიერად მივდივართ, რომ მშვიდად გავიაროთ. ყველამ იცოდეს, ყელში ამოვიდა, ამდენი მოფერება. როცა გვიჭირდა, ვინმე დაგვეხმარა? ჩვენში ვინც დამნაშავე იყო, ყველა შეიფარეს.
მინისტრი რომ გაიქცა, მილიარდები წაიღო და უნგრეთში ბანკი რომ გამიხსნა, პირველ პირებთან მეგობრობს და თანამდებობა აქვს, ბოლოს და ბოლოს, გაზი ჩემგან გადის?
რუსეთის გაზზე ხელს რომ ითბობს ყველა, გინდაც უკრაინა, ხორბალს და რაღაცას თუ ვიყიდი, უკრაინას, ან ევროპას, ან რუსეთს, საჭმელს ვისგან ვიყიდი, რა ესაქმება? ძირითად სანქციებზე ხომ მიერთებული ვართ?
ჩვენ კარგად ხანია, ვატყობთ, თითქოს მიგვყიდეს რუსეთს. საქართველო მაინც გამოვა ამ მდგომარეობიდან, ვერავინ დაგვაჩოქებს.
ეს " სირცხვილია" კიდევ ჩავიდეს ევროპაში, ჩავიდეს უკრაინაში, რამის ყველა სახლზე უკრაინის დროშაა. მეტი რა გავაკეთოთ, სახელმწიფო ხომ უხდის ჩამოსულებს, კიდევ გადავიხდით, ჩვენ მოვიკლებთ. თვითონ მიხედონ, მილიარდები რომ შესდით, სწორად დახარჯონ, სამხედრო რაღაცეები რომ შესდით, ნუ გაყიდიან. ამერიკა და ბრიტანეთი რომ არ დახმარებოდა უკრაინას, ახლა რა დღეში იქნებოდნენ. გერმანია და მაკრონი, რატომ არ ეხმარებიან, იმიტომ რომ გალანძღული ჰყავთ ყველა. ახლა ბაიდენს მიადგნენ. ბიჭო, რომ გაგეცალოს, ვინ ხარ? შენიანები, აზოვის რომ ტყვედ ჩააბარე, ისინი შეგჭამენ.
ევროპა თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი?.ვინ არის, რა დამსახურება აქვს, ჩვენ ჩვენი სისხლით მოვდივართ, საუკუნეებია. ახლა თუ გამყიდე, ყოველთვის გამყიდი.
ველოდები გადაწყვეტილებას, უკრაინას და მოლდოვას ვუსურვებ მიიღონ კანდიდატობა. საქართველო სტატუსს რატომ არ იმსახურებს?
მიშას რაც შეეხება, რომ მოდიოდა, რას მოდიოდა, რისთვის მოდიოდა? ახლა ზის და ტირის, მე დავიჭირე?.როგორც საცოდავი კაცი გასაშვებია, თქვენც ტირიხართ, გამოუშვი, გამოუშვი, მაშინ ყველა გაუშვი, რატომ მხოლოდ მიშა?.მაშინ თქვით, რომ ეშინია, ციხეში არ უნდა. ჩემთვის გაფუჭების გარდა, არაფერი გაუკეთებია. ცნობილი პოლიტიკოსები ვაშინგტონში რომ არიან, მაგას როგორც აფასებდნენ, თუ არ გაჩერდებიან, ვიტყვი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.