ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. კასპიის ზღვაზე ის რადარებიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო გავრცელდა.
ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრის, აკმარალ ალნაზაროვას განცხადებით, აქთაუს აეროპორტთან ავიაკატასტროფის დროს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი გადარჩა.
ალნაზაროვას თქმით, დაშავებულები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.
ყაზახური მედიის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე.
ცნობისთვის, ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მზგავრი და ხუთი ეკიპაჟის წევრი იყო.