ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2024 წლის დეკემბერში შესაძლოა, 180 გრადუსით შეიცვალოს
1732643330
უკვე დიდი ხანია ჩაი და ყავა ერთმანეთს ძლიერ კონკურენციას უწევენ.
კოფეინი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია რის გამოც ჩვენ აღნიშნულ სასმელებს ვირჩევთ. ყავისა და ჩაის ხშირი მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ეს სასმელი მათთვის საწვავივითაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დილით გამოფხიზლებას ვერ ვახერხებთ. თუმცა, კოფეინის შემცველობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყავა ცალსახა გამარჯვებულია. ფინჯანი ჩაი 40 მილიგრამ კოფეინს შეიცავს, რაც თითქმის ნახევარია ფინჯარ ყავაში არსებულ კოფეინზე, რომის რაოდენობაც 80-დან 115 მილიგრამამდე მერყეობს.
მიუხედავად კოფეინის დონის სხვაობისა ერთმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ გამოფხიზლების ეფექტის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ უპირატესობას არც ერთი სასმელი არ აჩვენებდა. მართლაც იმ შემთხვევაში თუ ჩაისაც ისეთ ძლიერს დავაყენებთ, როგორც ყავას, გამოფხიზლებასა და გონების სისხარტეზე ჩაიმ, შესაძლოა უფრო ეფექტური გავლენა მოახდინოს.
მეცნიერებმა ამასთანავე დაასკვნეს, რომ კოფეინის ზემოქმედება, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ასპექტი იყოს და გამოფხიზლების პროცესში ჩვენი მოლოდინიც მონაწილეობდეს, გარდა ამისა, საყვარელი სასმელის სურნელისა და გემოს შეგრძნება ჩვენს გრძნობათა ორგანოებს ააქტიურებს.
მიუხედავად იმისა, რომ სიფხიზლესა და კონცენტრაციაზე ორივე მათგანი თანაბრად ეფექტურად მოქმედებს, სხვაობა მაშინ შეინიშნება, როცა საქმე ძილს ეხება. გაერთიანებულ სამეფოში მდებარე სარის უნივერსიტეტის მკველვარები მივიდნენ დასკვნამდე რომ დღის განმავლობაში ერთი და იმავე რაოდენობის ჩაისა და ყავის მიღების პირობებში, ღამის ძილი ყავის ინტენსიურ მომხმარებლებს უფრო უჭირთ. ჩაის თაყვანისმცემლებს კი პირიქით, აქვთ ხანგრძლივი და მშვიდი ძილი.
ცნობილი ფაქტია, რომ წითელი ღვინის პარალელურად, ჩვენს თეთრ კბილებს მოყვითალო მოყავისფრო ფერს ყავა და ჩაიც აძლევს, მაგრამ რომელი მათგანის ზემოქმედებაა უფრო ძლიერი. როგორც ჩანს სტომატოლოგები შეთანხმდნენ, რომ ჩაის ნატურალური პიგმენტები უფრო მეტად რჩება კბილის ემალზე, ვიდრე ყავის.
ინგლისში დახმარებისთვის მისულ მეგობარს ჩაის და თანაგრძნობას უზიარებენ. ერთი ფინჯანი კარგი ჩაი კურნავს გასაჭირში მყოფ ადამიანს. სინამდვილეში კი არსებობს მტკიცებულებები, რომ ჩაის ნერვების დამშვიდება შეუძლია. ჩაის მუდმივი მომხმარებლები გაცილებით უფრო მშვიდები არიან, მათ შორის რთულ სიტუაციაშიც. კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი ვინც დღეში სამ ფინჯან ჩაის სვამენ, 37%-ით უფრო ნაკლებად არიან დეპრესიისკენ მიდრეკილნი, ვიდრე ისინი, ვინც ჩაის არ მოიხმარენ. ყავას მსგავსი რეპუტაცია არ აქვს.
და კიდევ ერთი ფაქტორი, რაშიც ორივე სასმელი თანაბრად სასარგებლოა, ეს არის ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება. კვლევებმა ცხადყო, რომ რამდენიმე ფინჯანი ყავა ან ჩაი ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ორგანიზმის ფუნქციონირებაზე მათი სასარგებლო ეფექტი ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია.
კვლევების მიუხედავად, საბოლოოდ, არჩევანი მაინც გემოვნებაზეა დამოკიდებული. ერთი ან ორივე სასმელის ზომიერი მოხმარება ჩვენს ორგანიზმს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს.