„ცნობილი ქირურგები დილით პატარა ჭიქა ყავას მიირთმევდნენ. მეტს არაფერს...“ - რა საკვებზე ამბობს უარს ლეო ბოკერია

ლეო ბოკერია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქირურგი ლეონიდე ბოკერია უკვე წლებია, რაც საფუძვლიანად სწავლობს ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებს და სწორი კვების და წონის კლების შესახებ სასარგებლო რჩევებს პაციენტებსაც აძლევს.

მისი განმარტებით, რამდენიმე მარტივი წესის დაცვით, შეძლებთ, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ზედმეტი კილოგრამებიც მოიშოროთ. ლევან ბოკერიას განმარტებით, სწორედ ჭარბი წონაა იმის ნიშანი, რომ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა არასწორად მიმდინარეობს.

საუზმის ზიანი

ძალიან დიდი ხნის წინ გავამახვილე ყურადღება იმაზე, რომ ცნობილი ქირურგები დილით პატარა ჭიქა ყავას მიირთმევდნენ. მეტს არაფერს! ე. წ. ლანჩის დროს კი რაიმე  ბუტერბროდს", - ამბობს ექიმი.

მისი აზრით, მთავარია, რომ საუზმეზე უარი ვთქვათ, რადგან დილის საკვების მიღებისთვის ორგანიზმი მზად არ არის. ეს მზაობა კი ლანჩის დროს უკვე არსებობს.

ვახშმის სარგებელი

საღამოს ორგანიზმი სხვანაირად მუშაობს. ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ამიტომაც, ღამით მძიმე ნახშირწყლების მიღება რეკომენდებული არაა. საღამოს ყველა კერძის მთავარი შემადგენელი ნაწილი ცილები უნდა გახდეს. ეს შეიძლება იყოს თევზი ან ქათამი, კვერცხი, ხილი ან ლობიო (მასში ბევრი მცენარეული ცილაა).
ლეო ბოკერია დარწმუნებულია, რომ ქვეყნებში, სადაც ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ, საღამოობით მუდამ შლიან სუფრას და შემდეგ დროს ფიზიკურ აქტივობას ახმარენ.

აი, მაგალითი, როგორი შეიძლება იყოს ერთი დღის რაციონი:

საუზმე:

საუზმე კვების რეჟიმიდან ამოღებულია, თუმცა ზოგჯერ ცოტაოდენი ხაჭო შეიძლება, თუმცა არა შვრია ან სხვა სახის ფაფა, რომლებიც, როგორც წესი, დილის საუზმედ ითვლება.

სადილი:

ეს შეიძლება იყოს ბუტერბროდი ან იოგურტი ხილით და შავი შოკოლადით.

ვახშამი:

წიწიბურას ფაფა პომიდვრით.

ეს რაციონი შეიძლება შევავსოთ ბოსტნეულით, პარკოსნებით, წვნიანებით... უნდა გვახსოვდეს, რომ ცილები საღამოსთვის მოვიტოვოთ. თავად ლევან ბოკერია უარს ამბობს შაქარზე, წითელ ხორცზე, მარილიან და შებოლილ პროდუქტებზე. „ყველა ქვეყანაში, სადაც ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ, ასე ცხოვრობენ",  - ამბობს ის.