პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფონიჭალაში, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გაიტაცეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე რამდენიმე პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
„დანიშნული იყო, თუმცა არ უნდოდა, შემოიჭრნენ ბიჭები და ჩემი შვილი წაიყვანეს.. არაფერი არ მინდა მხოლოდ შვილის დაბრუნება მინდა,“- ამბობს გატაცებულის დედა.
„ყაჩაღურად შემოიჭრა სახლში 6 კაცი, ცხოველივით მოკიდეს ბავშვს ხელი და წაიყვანეს, ადგილზე გავიყინეთ ვეღარაფერი ვქენით,“ – ამბობს ახლობელი.