ვულოცავ სრულიად საქართველოს ღირსეული პატრიარქის არჩევას, დარწმუნებული ვარ, ილია II არ დატოვებდა ისეთ ადამიანს, რომელიც არ იქნება ღირსეული - მრევლი

მრევლი

სვეტიცხოვლის ეზოსა და ტაძარში, სადაც ცოტა ხნის წინ შიო III წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ტახტზე აღსაყდრდა, ახლა უამრავი ადამიანი რჩება.

ხალხის განწყობა განსაკუთრებულია. ისინი ამბობენ, რომ მათთვის ეს არ არის მხოლოდ საზეიმო რიტუალი - ეს არის ისტორიული პროცესის უშუალო თანამონაწილეობა, რაც განსაკუთრებული პატივია.

"ვულოცავ სრულიად საქართველოს ღირსეული პატრიარქის არჩევას, დარწმუნებული ვარ, რომ ილია II არ დატოვებდა ისეთ ადამიანს, რომელიც არ იქნება ღირსეული. ღმერთმა მისცეს ძალა, გამძლეობა, რომ იყოს ჭეშმარიტი საჭეთმპყრობელი, ისეთივე, როგორიც ილია II იყო და მე ამის მჯერა და მწამს. მადლობელი ვარ უფლის, რომ ჩემს შვილთან ერთად გავხდი ღირსი ამ ისტორიული დღის მონაწილე [ვყოფილიყავი]", - აცხადებს მრევლი.