ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება

ლელა კაკულია

ქართველი ნათელმხილველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს, რომელიც 24 ივლისით თარიღდება.

როგორც ლელა კაკულია ვიდეომიმართვაში ამბობს, ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები გამოჩნდებიან.

„დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, გამოჩნდება ხალხი, რომელსაც არ ელით. ამჯერად არ დავასახელებ, ისინი დიდი ხანია დასახელებული მყავს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ. ეს ხალხი საქართველოს პოლიტიკას შეცვლის.

გაიხსენეთ ჩემი ნათქვამი. კავკასიაში იქნება NATO-ს შტაბბინა და ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო, საქართველოა“, - ამბობს ლელა კაკულია.