ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედია ჰოლდინგთან Conde Nast ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში პოპულარული გამოცემები Vogue და GQ საქართველოს შესახებ ონლაინ პლატფორმებზე სტატიებს ამზადებენ.
Vogue-სა და GQ-ს ფრანგული გამოცემები საფრანგეთის ბაზარს ფარავს, თუმცა სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საფრანგეთთან ერთად დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში გაეცნობიან.
კამპანიის ფარგლებში, პირველი სტატია Vogue-ის ონლაინ გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა- „საუკეთესო გზამკვლევი საქართველოს და ამ ქვეყნის საგანძურის აღმოსაჩენად ერთ კვირაში“ სტატიაში საქართველოს ბუნება, კულინარია, ღვინო და ტურისტული ადგილებია აღწერილი.
„თვალწარმტაცი პეიზაჟებით საქართველოს თავისი მემკვიდრეობით შეუძლია იამაყოს. საქართველოს ხეობები საუკუნოვანი ვენახებითა და მონასტრებითაა დაფარული. დათოვლილ მწვერვალებს შორის დაკლაკნილი გზები თითქოს ღრუბლებშია ჩამოკიდებული. ეს სრულიად საკმარისია ლამაზი ბუნებისა და ხელოვნების მოყვარულთა აღფრთოვანებისთვის, რომელთა ყურადღებას ასევე იპყრობს უნიკალური გასტრონომია და ღვინის კულტურა . ეს არის მდიდარი სამზარეულოსა და ღვინის ქვეყანა, რომელიც ღვინის სამყაროს აკვნად ითვლება 8000 წლოვანი ისტორიით. აქ თქვენ დააგემოვნებთ დაუვიწყარ ხინკალს, მწვადს ან გრილზე შემწვარ ქაბაბს, ასევე ლობიანს“-წერს Vogue-ის ჟურნალისტი და მკითხველს კახეთს, თბილისსა და ბათუმს აცნობს.
https://www.vogue.fr/lifestyle/promotion/guide-decouvrir-georgie-richesses-en-une-semaine-ete?fbclid=IwY2xjawKFjQRleHRuA2FlbQIxMQBicmlkETFIekVvSWROMTdKR25MYXZQAR5-bz6GO770GNeOim_eh0R8iXmmw4fo-qkYHWQeo3go5iTyH8KcETjHHmgHRA_aem_Lg_83AJ8R9lkkaQgM6t2NQ
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764