ვლადიმერ ბოჟაძე - „ქართულ ოცნებას“ ძლიერი თავმჯდომარე სჭირდება, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად შეძლებს, გამოწვევებს გაუმკლავდეს

ვლადიმერ ბოჟაძე

„ქართულ ოცნებას“ ძლიერი თავმჯდომარე სჭირდება, ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად შეძლებს, იმ გამოწვევებს მტკიცედ გაუმკლავდეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია ახალ თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს აირჩევს.

„რაიონული კონფერენციები უკვე დასრულდა, პარტიული ყრილობა 13:00 საათზე იქნება. პარტია ახალ თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს აირჩევს. „ქართულ ოცნებას“ ძლიერი თავმჯდომარე სჭირდება. ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად შეძლებს, იმ გამოწვევებს მტკიცედ გაუმკლავდეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ბოჟაძემ.