ვხედავდი როგორ იწვოდნენ მანქანაში ჩემი ძმა, ბიძა და მეზობელი... - თამაზას პირადი ტრაგედია და ემოციები

თამაზა

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე, თამაზა ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პერიოდს იხსენებს, მაშინ, როცა მცირეწლოვანს ოჯახის 2 წევრი თვალწინ დაეღუპა.

ზოგადად, ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს ხოლმე... ყველაზე ცუდად მახსენდება 2001-2005-წლამდე პერიოდი. ჩემი ძმა, ბიძაჩემი და ჩვენი მეზობელი, სახლიდან დაახლოებით, 50 მეტრის მოშორებით როგორ იწვოდნენ. დიდი მანქანა გვყავდა, მეურნეობის მანქანას ეძახდნენ. არც ერთ მშობელს, არც ერთ ძმას ვუსურვებ, უყუროს თავისი ბიძა, ძმა ან შვილი როგორ იწვება მანქანაში და ვერ შველი. ამ მომენტის ამოგდება გვინდა ხოლმე ქვეცნობიერიდან, მაგრამ ვერ ამოაგდებ, ის ცხოვრების ნაწილია.

მაშინ მე 6 წლის ვიყავი და მახსოვს, ძალიან რთული გადასატანი იყო, მაგრამ როცა ხარ 5 და 6 წლის, უფრო მარტივად ხარშავ. ხალხი სწორად გამიგებს, ახლა რომ ხდებოდეს რაღაც, უფრო რთული გადასატანია, მაგრამ როცა ხარ 5-6 წლის ლაღი ადამიანი... ვიზრდებოდი და ვხედავდი, ჩემი მშობლები რა მდგომარეობაში იყვნენ...“ - იხსენებს თამაზა კოსტა სანიკიძის პოდკასტში „მთვრალი ხომალდი“.