1732386875
ვიზიარებ თეას ოჯახის, კოლეგების, მედიის წარმომადგენლების, მეგობრების დიდ ტკივილს - თორნიკე რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თეა ვადაჭკორიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეულად პოზიტიური ადამიანის, ჩვენი გუნდის წევრის თეა ვადაჭკორიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ჩვენს ქალაქს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დააკლდა ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა სიკეთის კეთების ნიჭით და პროფესიონალიზმით.
ვიზიარებ თეას ოჯახის, კოლეგების, მედიის წარმომადგენლების, მეგობრების დიდ ტკივილს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ პირებს, მათ შორის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, “- წერს თორნიკე რიჟვაძე.
შეგახსენებთ, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოთხი კი, დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეა ვადაჭკორიაა, ხოლო ერთ-ერთი დაშავებული აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმეა.