1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის გადმოცემით მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და დაეცა. ის ამბობს, რომ ფაქტს ექთანი არ შესწრებია და მიხეილ სააკაშვილს დაზიანებები არ აქვს.
"პაციენტის გადმოცემით, მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას, როგორც თვითონ ამბობს. ექთნის მიერ ნანახი იქნა უკვე უშუალოდ საწოლში პაციენტი და მან განუცხადა ის რაც მოხდა, როდესაც ის შევიდა ტუალეტში. არანაირი დაზიანებები არ აღენიშნება, როგორც თვითონ ამბობს, არც ტკივილს უჩივის, ამბობს, რომ არც თავის დარტყმა არ ყოფილა", - თქვა ჩხაიძემ.