ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს - ლიზა იასკოს სკანდალური განცხადება

იასკო

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა იცის თუ ვინ უღალატა მას.

სკანდალური განცხადება იასკომ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

"არ მინდა, სახელები დავასახელო, არც ვანო მერაბიშვილი, არც სხვა. უბრალოდ, მე კარგად ვიცოდი, ვინ უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილი ამ ჯგუფში არ იყო. ის ძალიან იშვიათი სტუმარი იყო კიევში. მე ვერ დავადასტურებ, რომ იმ დროს რაღაც ხდებოდა. ალბათ, ვანომ თქვა ის, რაც ჰქონდა სათქმელი. ვფიქრობ, რომ რაღაც სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ არის კორექტული. ახლა არ ვიტყვი, ვინ იყო მოღალატე და სახელებს არ დავასახელებ. თანაც არა მგონია, რომ ეს სააკაშვილს რამენაირად დაეხმარება, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი ხალხი არის. მოღალატეები არიან რამდენიმე მხრიდან. მიხეილ სააკაშვილმაც იცის, ვინ ვინ არის და კარგად იცის, ვინ რას ეუბნებოდა, ვინ ასრულებდა თავის დაპირებას და ვინ არა, მაგრამ ამას არ ამბობდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიკეთა პიარი და კარიერა მიხეილ სააკაშვილის სახელზე და აგრძელებენ ამის კეთებას. ბევრი ადამიანი სპეკულირებს მისი სახელით. დღევანდელი შავი პიარის კამპანია არჩევნების წინ, იყო ამის ნაწილი. მინდა, რომ ყველა კონცენტრირდეს მთავარ ამბებზე და მოქმედებაზე და რა იმაზე, თუ ვინ გამოჩნდება ტელევიზიაში ყველაზე ხშირად და ლამაზად. ბევრ ადამიანს სურს, ინტერვიუში მონაწილეობა ან თქვენს სტუდიაში მოსვლა, მაგრამ ამას არ მოჰყვება არანაირი რეალური მოქმედება. თუ ჩვენ გვინდა, პოლიტიკური ცვლილებები, უნდა მოხდეს როგორც მედია, ასევე რეალური აქტიურობა. სიტყვები იაფია, მოქმედება ძვირი. ახლა იმ ადამიანების მოქმედების დროა, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოს ჰქონდეს მშვიდობიანი მომავალი. ასევე, ვისაც უნდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება", - ამბობს ლიზა იასკო.