„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნს დაწერს.
,,ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი გოლის კვალად, გამცნობთ, რომ იტალიურ მსხვილ გამომცემლობასთან შეთანხმებით, ვიწყებ პატარა წიგნის წერას ქართველ საფეხბურთო ვარსკვლავზე.
წერისას მასთან აქტიური თანამშრომლობაც მომიწევს. არც ჩემი გრაფიკია ადვილი და მისი ხომ მით უმეტეს, ვნახოთ, რა გამოვა", - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.