VIDEO: ,,შედევრი! ახლა ისტორია ჩვენ თვალწინ იწერება და ამას ქართველი, ხვიჩა კვარაცხელია აკეთებს" - კომენტატორების ემოციური შეძახილები

ნაპოლი

ხვიჩა კვარაცხელიამ ,,სასუოლოს" კარში გოლი გაიტანა.

კომენტატორები ქართველი ფეხბურთელის გოლს როგორც ყოველთვის, ემოციებით ხვდებიან. 

,,დაარტყა! შედევრი! გაიხსენეთ მარადონა, გაიხსენეთ ყველა, ვისაც ასეთი სასწაულების კეთება შეუძლია. ალბათ ბევრი ფეხბურთელი გაგვახსენდება ლურჯი მაისურით ვისაც ეს გაუკეთებია, მაგრამ ახლა ისტორია ჩვენ თვალწინ იწერება და ამას, ქართველი, ხვიჩა კვარაცხელია აკეთებს!"

"საოცრება! ქართველის ალბათ საუკეთესო გოლი ნეაპოლურ ისტორიაში! შეიძლება ცოტათი ვჩქარობ, მაგრამ გემოვნების ამბავია, ვის რა გიჩქარებთ გულისცემას ისე, როგორც ვართ ჩვენ, მთელი საქართველო!"

"ეს არის სტილი, რომელიც არ არის დასწავლადი, ეს გაქვს ფეხებში, გაქვს გენეტიკაში და ბურთი შენი საყვარელი სათამაშოა. ხვიჩა კვარაცხელია უყვართ იმის გამო, რომ სპექტაკლის დადგმა შეუძლია, საფეხბურთო მატჩის", - ამბობენ კომენტატორები. 

ნახეთ, ვიდეო

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში თავისი მეათე გოლი გაიტანა.

„სასუოლოს“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში კვარაცხელიამ ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა.

სერია A მიმდინარე გათამაშებაში კვარაცხელიას ანგარიშზე უკვე 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.