„ვიწყებ 2023 უტელეფონოდ და მე მგონი ძალიან საინტერესო გაკვეთილი იქნება ჩემთვის...“ - რა შეემთხვა ანასტასია ბენდუქიძეს

ანასტასია ბენდუქიძე

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი, ანასტასია ბენდუქიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„გუშინ დავტოვე ჩემი ტელეფონი თვითმფრინავში, მარტო ზეგ შეგიძლიათ წამოიღოთო. თავიდან კი ვიყავი თითქმის ტიტველი და ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი ჩემს თავს რომ ვერაფერს ვერ ვკითხულობდი - სად ვართ, რას შვებით, არც რუკა არ მაქვს, არც კამერა, არც არაფერი. 

ახლა კი ვარ ძალიან ბედნიერი, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არ მახსოვს რომ ვყოფილვარ ყურადღების განადგურების გარეშე, მარტო ჩემ ფიქრებთან ერთად.

სამყაროც მეუბნება, რომ ციფრული დეტოქსი საჭიროა ხანდახან და სხვა გზა არ არის - უბრალოდ უნდა დავმშვიდდე და მივიღო როგორც არის. ვიწყებ 2023 უტელეფონოდ და მე მგონი ძალიან საინტერესო გაკვეთილი იქნება ჩემთვის. წესით არაფერი იცვლება - მაინც არავის არ ვპასუხობ, მაგრამ ახლა საბაბი კი მაქვსგილოცავთ ახალ წელს", - წერს ანასტასია ბენდუქიძე.