რეგულაცია, რომელიც კვების ობიექტებში ამოქმედდა - დეტალები
1776323914
მეცნიერთა მოსაზრებით, ახალი კარტოფილი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს და მინერალებს, ითვლება ყველაზე სასარგებლოდ ხანდაზმული ადამიანებისთვის და რეკომენდებულია მისი დამატება რაციონში.
ის, ასევე, შეიცავს უამრავ კალიუმს, რომელიც კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.
დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულ ადამიანებსაც კი შეუძლიათ ახალი კარტოფილის ჭამა. თუმცა დიდი რაოდენობით მისი მიღებისგან მაინც თავი უნდა შეიკავონ. მას ნაკლები სახამებელი აქვს, ამიტომ სისხლში გლუკოზის დონე არ იზრდება ისე, როგორც ძველი კარტოფილის მიღებისას.
მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, რადგან ის შეიცავს მეტ მინერალს და მცენარეულ ბოჭკოებს. ეს უკანასკნელი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და ნაწლავის ფლორაზე.
მოხარშული კარტოფილი ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის კონტროლს ჰიპერტენზიის დროს.