უპრეცედენტო გადაწყვეტილება - „პრაიმ ჰაუსიდან“ წასულ მონაწილეებს უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ

გადაწყვეტილება

„პრაიმ ჰაუსმა“ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა ოთხი სეზონის მანძილზე - „პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონში პირველად, მაყურებელს საშუალება ექნება, მონაწილეს, რომლის წასვლამაც ხალხს ყველაზე მეტად დასწყვიტა გული, მისცეს მეორე შანსი. 

ლაივის დასრულებისთანავე, „პრაიმ ჰაუსის“ მეითხე სეზონის ხუთივე მონაწილიდან ორს მიეცემა შანსი, დაბრუნდეს პროექტში და გააგრძელოს ბრძოლა გამარჯვებისთვის. 

თუ ვინ იბრძოლებს პროექტში დასაბრუნებლად, ამას „პრაიმ ჰაუსის“ ფეისბუკ გვერდის საშუალებით შეიტყობთ. 

იმისათვის, რომ თქვენი ფავორიტი დაბრუნდეს პროექტში, უნდა დაურეკოთ მისთვის მინიჭებულ ნომერზე, ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფასიანი ზარების საშუალებით. 

ხმის მიცემა ოთხშაბათს, 22:00 საათზე შეწყდება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

თაია ჭიჭინაძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც პროექტში ხალხის რჩეული გახდა

თაზოს პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ