„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
15 აპრილს, დიდ დიღომში პასკა უფასოდ დარიგდება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"მეგობრებო, 11:00 საათიდან, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის #9-ში მდებარე "ბერძნული პურის" საცხობიდან დაიწყება ჩვენი სააღდგომო აქცია.
უფასოდ დარიგდება პასკა, პური, ქადა, ფუნთუშა, ღვეზელი. ასევე "ვანილას" საცხობის უგემრიელესი ეკლერის, შუს და სხვადასხვა ნამცხვრების სასაჩუქრე ნაკრები.
გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს მეზობლად მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებს, დროებით ლტოლვილებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სტუმრებსაც. ასევე ყველა იმას, ვისაც სჭირდება ასეთი დახმარება. მობრძანდით, გელით!" - წერს ზურაბ ვენეცკი სოციალურ ქსელში.