ვინ ვერ შეძლებს 1-ელი ივლისიდან მატარებლით მგზავრობას - გაფრთხილება მგზავრებს

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს ცვლილებების შესახებ აფრთხილებს:

„ძვირფასო მგზავრებო, გაითვალისწინეთ, რომ 1-ელი ივლისიდან არაელექტრონული, ლამინირებული პირადობის მოწმობებით მატარებლით მგზავრობას ვეღარ შეძლებთ. 

გამგზავრების წინ, ელექტრონული პირადობის მოწმობები ე.წ ID ბარათები უნდა წარადგინოთ,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.