გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
პაკისტანის სახმელეთო ჯარების შტაბის მეთაურის, ასიმ მუნირის განცხადებით, ინდოეთის გუშინდელ იერიშს 26 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მუნირმა აგრეთვე აღნიშნა, რომ პაკისტანი ინდოეთს თავდასხმის გამო უპასუხებს იმ დროს და იმ საშუალებებით, რასაც თავად აირჩევს.
ინდური მხარი, თავის მხრივ, იუწყება, რომ პაკისტანის ტერიტორიიდან განხორციელებულ საარტილერიო შეტევის დროს ინდოეთის 10 მოქალაქე ემსხვერპლა.
ცნობისთვის, გუშინ საღამოს ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „სინდური“ დაიწყო. ოფიციალური განმარტებით, ოპერაციის მიზანია იმ ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებაა, რომლებმაც 22 აპრილს ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტული თავდასხმა მოაწყეს, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა.