თქვენს მიერ არჩეული სურათი ბავშვობის ტრავმას გამოავლენს - ფსიქოლოგიური ტესტი
1762094261
მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, თინათინ გოგრიჭიანი, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ქონების გადასახადის დეკლარაციის შესახებ საუბრობს
- კანონმდებლობა ოჯახს განმარტავს. ასეთ შემთხვევაში, უნდა ავიღოთ ის, რასაც "ოჯახის" დეფინიცია მოითხოვს. ოჯახის წევრებად მიიჩნევიან პირი, მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი. ამის შემდეგ, დეკლარანტი თავად განსაზღვრავს უპირობოდ, თუ ვინ არის მისი დანარჩენი ოჯახის წევრი, ანუ ვინ არის მასთან მუდმივად მცხოვრები. შეგიძლიათ, მაგალითად, დედა, მშობელი არ ჩათვალოთ ოჯახის წევრად, თუ თქვენთან მუდმივად მცხოვრები არ არის და მასთან ერთად საერთო მეურნეობას არ ეწევით. ამიტომ, თავად დეკლარანტი განსაზღვრავს, ვინ არის ოჯახის წევრი ჩამონათვალიდან. ეს არის დედა, მამა, და, ძმა, სრულწლოვანი შვილი, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი. დეკლარანტმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის მისი ოჯახის წევრი.