სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1762199659
კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვარლამ ავალიანი დაინიშნა.
ვარლამ ავალიანი 2021-2025 წლებში მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს და რამდენიმე მედია პლატფორმას აერთიანებს.
2019-2021 წლებში ვარლამ ავალიანი ,,სტუდია მაესტრო“-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო.
2012-2014 წლებში ვარლამ ავალიანი იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლისა და მოადგილის თანამდებობებს.
2014-2018 წლებში მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიებში კომუნიკაციების კონსულტანტად. 1999-2013 წლებში იყო ჟურნალისტი სხვადასხვა ტელეკომპანიებში.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.