ვინ არის რუსეთში მცხოვრები ქართველი, ვისი შვილის დაბადების დღეც სკანდალად იქცა - რას ამბობს გოგონას ცნობილი მსახიობი დედა

ენდი ძიძავა

სოციალურ ქსელში გავრცელდა  ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გუშინ, მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, ერთ-ერთ რესტორანში დაბადების დღეზე იმღერეს. ვიდეოებს სოციალურ ქსელში ეკატერინე სტეფანოვა ავრცელებს. მანამდე მას გამოქვეყნებული აქვს ფოტო, სადაც წერს, რომ მოსკოვში იმყოფება დაბადების დღის ღონისძიებაზე.

ვიდეოში ჩანს, რომ სოსო პავლიაშვილთან ერთად სიმღერა „სამშობლოს“ მღერიან ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და მიშო სულუხია. ასევე, გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მოსკოვში იმღერა მეგი გოგიტიძემაც.

მოქალაქეების ნეგატიური რეაქციის შემდეგ, ნუცა ბუზალაძემ მიმართვა გაავრცელა და ბოდიში მოიხადა.

როგორც ირკვევა, იუბილარი ნია კოღუაშვილია. ის ქართველი „კანონიერი ქურდის“ ბადრი კოღუაშვილის (ქუთაისკის) ქალიშვილია. დედა კი ცნობილი ქართველი მსახიობი, ენდი ძიძავაა. მან ცოტა ხნის წინ პოსტიც გამოაქვეყნა.

მზად ვარ, ნებისმიერ ჟურნალისტთან გავაკეთო კომენტარი ჩემი შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რომელიც მის დაბადების დღეს 22 წლის განმავლობაში მეორედ შეხვდა მამასთან ერთად! ნიას მამა მის დაბადებასაც არ დასწრებია... ყველა იქ მყოფი მომღერალი ოჯახის უახლოესია და შეწყვიტეთ მათზე ცილისწამება თანხების აღებასთან დაკავშირებით!

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არ მჩვევია დამალვები. პასუხები ყოველთვის მაქვს კითხვებზე. აქ ვარ! მკითხეთ და გიპასუხებთ! იქამდე კი, კიდევ ერთხელ დავწერ. ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები. აქვთ ლხინის და ჭირის დღეები და მინიმუმ, ამ დღეებში უნდა ჰქონდეთ უფლება რამდენიმე დღით სამშობლოში დაბრუნების, თუმცა... გრუზ 200-ზე რომ ატყდება ხოლმე ამბავი, ამის მერე რა გინდა თქვა ადამიანმა?...

პ.ს. ტროლებს და ბოტებს ვთხოვ პირადში მომწერონ! დამჰაჰავებლებო,რა საყვარლები ხართ და რამდენი ხართ. უჰ,როგორ დილამდე ვიცინებდი თქვენთან ერთად.

პ.ს. და კიდევ, იმ პერსონების საყურადღებოდ, ჭკუას რომ მასწავლიან, სად უნდა ვიყო, სად არა, სად არ უნდა მოვაწყო „ღრეობა“ და ა.შ. ღმერთო ჩემო, ეეჰ, რას არ მოესწრება ადამიანი... იმ წვეულებაზე არ ვყოფილვარ! და მორჩით ყაყანას! მოკლედ და კონკრეტულად!“ - დაწერა ენდი ძიძავამ.

ასევე ნახეთ:

ნუცა ბუზალაძე მიმართავს ავრცელებს

„კიდევ კარგი „სამშობლოს“ ვმღეროდით და არა „კატიუშას“ - ხვიჩა მაღლაკელიძის პირველი კომენტარი მოსკოვში სიმღერაზე

რა გახდა ქართველი მომღერლების მოსკოვში შეკრების მიზეზი