„კიდევ კარგი „სამშობლოს“ ვმღეროდით და არა „კატიუშას“ - ხვიჩა მაღლაკელიძის პირველი კომენტარი მოსკოვში სიმღერაზე

ხვიჩა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გუშინ, მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ რესტორანში დაბადების დღეზე იმღერეს. ვიდეოებს სოციალურ ქსელში ეკატერინე სტეფანოვა ავრცელებს. მანამდე მას გამოქვეყნებული აქვს ფოტო, სადაც წერს, რომ მოსკოვში იმყოფება დაბადების დღის ღონისძიებაზე.

ვიდეოში ჩანს, რომ სოსო პავლიაშვილთან ერთად სიმღერა "სამშობლოს" მღერიან ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და მიშო სულუხია. ასევე, გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მოსკოვში იმღერა მეგი გოგიტიძემაც.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მომღერლებმა დაბადების დღის წვეულებაზე იმღერეს. 

საღამოსთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ხვიჩა მაღლაკელიძემაც. მან დაადასტურა, რომ მომღერლები მოსკოვში ნამდვილად იმყოფებოდნენ. 

„კონცერტი არ ყოფილა, კორპორატიული საღამო იყო. სამი დღის წინ გაიმართა. ასეთ­ზე ვყო­ფილ­ვარ მი­ლი­ონ­ზე, სად არ ჩავ­სულ­ვარ. რა ამ­ბა­ვი ატყდა, რა მოხ­და. ახლა მოსკოვში ვარ და დღეს მოვფრინავ...

ხშირად მაქვს ურთიერთობა აქაურ ქართველებთან, კიდევ კარგი „სამშობლოს“ ვმღეროდით და არა „კატიუშას“. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ შინ და გარეთ, ეს ყველაფერი ჩაივლის, ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელად“,- უთხრა „Ambebi.ge“-ს ხვიჩა მაღლაკელიძემ.

მთლიანი ინტერვიუ ნახეთ აქ:

ასევე ნახეთ: პუტინმა აჯანყებულების განეიტრალების ბრძანება გასცა

ვინ არის ერთ დროს პუტინის „მზარეული“ ევგენი პრიგოჟინი