პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში 9 წლის ბიჭის ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა დედა თვალწინ დაუხვრიტეს.
ბიჭი დედას პირობას აძლევს, რომ კარგად მოიქცევა, რათა სამოთხეში კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს.
„დედა, ეს წერილი შენი სარვამარტო საჩუქარია. თუკი ფიქრობ, რომ ტყუილად გამზარდე, ცდები. მადლობა ცხოვრების საუკეთესო 9 წლისთვის. უღრმესი მადლობა ბავშვობისთვის. შენ მსოფლიოში საუკეთესო დედა ხარ. მე შენ არასდროს დაგივიწყებ. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ სამოთხეში. სამოთხეში შევხვდებით. ვეცდები, კარგად მოვიქცე, რომ სამოთხეში მოვხვდე. გკოცნი" - სწერს ბიჭი გარდაცვლილ დედას.